LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: სიამოვნებისთვის შექმნილი ფურგონები

131
car

საავტომობილო ძარების ბევრი სახეობა ისტორიას ჩაბარდა. ვიღას ახსოვს ახლა მაგალითად, „ფაეტონი“? ამ სიაში არის ერთი ძარა, რომელსაც თითქოს ცალკე დასახელება არც აქვს და მას უბრალოდ ფურგონს უწოდებენ. ინგლისელებისთვის ის Delivery Van, ამერიკელებისთვის – Sedan Delivery, გერმანელებისთვის კი – Lieferwagen-ია.

სინამდვილეში ეს არის სამკარიანი უნივერსალი, რომელსაც უკან ფანჯრების ნაცვლად ყრუ კედელი აქვს. წარსულში ასეთ ავტომობილებს ბევრი ქარხანა უშვებდა, ფრანგული Peugaot-ან დაწყებული საბჭოთა ქარხნებით დასრულებული. თუმცა, მოგვიანებით ეს მოდელები შედარებით მოცულობითმა ანალოგებმა ჩაანაცვლეს.

ყველაზე დიდ ხანს ინგლისურმა Vauxhall-მა იარსება, რომელიც ფურგონ Astravan-ს 2013 წლამდე აწარმოებდა. ბრიტანეთში ეს ესთეტიკა დღემდე ბევრს მოსწონს, სწორედ ამიტომ ტუნინგ ატელიეები ასეთი მანქანების გაკეთებისთვის საკმაოდ ხშირად იცლიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები