სპორტი კომპანიათა უმრავლესობისთვის თავისი პროდუქციის გარეკლამების ერთ-ერთი მთავარი მეთოდია, მათ შორის ავტომწარმოებლებისთვისაც.
ამასთან, ბევრ ფირმას ძალიან საინტერესო სპორტული წარსული აქვს და ამის შესახებ თაყვანისმცემლებს ისინი რეგულარულად ახსენებენ. მუდმივად გამოდის ლიმიტირებული ვერსიები, რომელიც ბოლო დროინდელ თუ ისტორიულ გამარჯვებებს ეძღვნება, ხშირად ასეთი მოდიფიკაციების შემქმნელები შთაგონებას ისეთი შეჯიბრებებიდან იღებენ, რომელსაც ავტო-სპორტთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ჩვენს გალერეაში რამდენიმე საინტერესო სიახლეა წარმოდგენილი: მძლავრი კროსოვერი, საშუალო ძრავიანი კუპე, ორი სუპერ სედანი, ელექტრონული ჰეტჩბეკი და ყველგანმავალი.