ახალი საავტომობილო კომპანიები რეგულარულად ჩნდება და თითოეული მათგანი ოცნებობს გაიმეორეს ისეთი კონკურენტების წარმატება, როგორიცაა მაგალითად Tesla. ანდაც საერთოდ მასზე უკეთესიც გახდეს. ამის მიღწევას ყველა როდი ახერხებს, თუმცა სტარტაპები ოპტიმიზმით არიან სავსე.
ისინი აანონსებენ საინტერესო და ძალიან გიჟურ პროექტებს, რომელთა უმრავლესობაც მხოლოდ რენდერებზე არსებობს და კონვეიერამდე ალბათ ვერც ვერასდროს მიაღწევს.
ჩვენს გალერეაში დამწყები ავტომწარმოებლების რამდენიმე მკაფიო მაგალითი მოხვდა. ამ მანქანათა შორისაა წყალბადის კროსოვერები, საკულტო სპორტქარის თანამედროვე ვერსია და სხვა უჩვეულო ქმნილებები.