მსოფლიოში უნიკალური სუპერქარი Saleen S7 Competition Package აუქციონზე გაიყიდება. მოდელის წარმოება კარგა ხნის წინ დასრულდა, თუმცა მეორად ბაზარზე სუპერქარი გასაყიდად შიგადაშიგ გამოჩნდება ხოლმე. ამჯერად აუქციონზე უნიკალური ეგზემპლარი Saleen S7 Competition Package გასხვისდება, მოდელი რომელიც ერთადერთ ეგზემპლარშია დამზადებული.
2005 წელს გამოშვებული S7 Twin Turbo ერთადერთია, რომელიც Competition Package-ითაა აღჭურვილი, რაც აგრეგატის სიმძლავრეს 1000 ცხენის ძალამდე ზრდის. ლოტი ფლორიდაში მდებარეობს და მისი გარბენი მხოლოდ 1170 კილომეტრია.
საინტერესოა, რომ Bring Trailer-ის სივრცეში, ლოტის დადებისთანავე მზად იყვნენ 675 000 დოლარი გადაეხადათ.





