LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: სუპერქარმა Ferrari GTC4 Lusso-მ მდიდრული ინტერიერი მიიღო

117
Ferrari GTC4 Lusso

პოლონელმა ტუნერებმა სუპერქარ Ferrari GTC4 Lusso-ს მდიდრული ინტერიერი შესძინეს. თავის კლიენტებს Ferrari ფაქტობრივად პერსონალიზაციის უსაზღვრო შესაძლებლობებს სთავაზობს, თუმცა ზოგისთვის ეს საკმარისი არ არის და ტრადიციული ტუნინგ-ატელიეები ისევ დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მყიდველთა შორის ყველაზე დიდი მოთხოვნით პოლონური ფირმა Carlex Design გამოირჩევა, რომელმაც სახელი ინტერიერთა გაუმჯობესებით მოიპოვა. პოლონური კომპანიის მორიგი პროექტი იტალიური უნივერსალი Ferrari GTC4 Lusso T გახდა.

წინა და უკანა სავარძლები ახალი ძვირადღირებული შავი-მწვანე ფერის ტყავით და მასზე ყვითელი აქცენტებითაა გაფორმებული. ეს ფერთა გამა გრძელდება სალონის სხვა ნაწილებშიც. მაგალითად, მწვანე ტყავი გვხდება მოწყობილობათა პანელზე, საჭეზე და კარის პანელებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები