LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Tenet-მა T8 კროსოვერის ფასი გაამხილა

107
Tenet-მა T8 კროსოვერის ფასი გაამხილა

Tenet-მა T8-ის წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო და ფასიც გაამხილა. სულ ცოტა ხნის წინ გამოჩენილი ბრენდი მზადაა მესამე მოდელის — შვიდ ადგილიანი კროსოვერის T8-ის წარმოება დაიწყოს. კროსოვერი წარმოდგენილია ორ კომპლექტაციაში, ორივე 2-ლიტრიანი ტურბო ძრავით. ფასი 43 ათასი დოლარიდან იწყება. შედარებისთვის: „უმცროსი“ T4 და T7, რომლებიც გაყიდვაში ადრე გამოვიდა, 22 და 19 ათასი დოლარები ღირს.

T8 აღჭურვილია 2.0 სიმძლავრის ტურბოძრავით, რომელიც ავითარებს 197 ცხენის ძალას 5500 ბრუნზე. ადგილიდან პირველ „ასამდე“ 4,7-მეტრიანი SUV 8,4 წამში ხურდება, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე  210 კმ/სთ-ს შეადგენს. საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე 7,2 ლიტრს შეადგენს.

საბაზისო Prime ვერსია აღჭურვილია 18-დიუმიანი დისკებით, გარე სარკეების ელექტროძრავით, პანორამული სახურავით, 540-გრადუსიანი კამერების სისტემით და ორზონიანი კლიმატ-კონტროლით. ასისტენტების სიაშია კრუიზ-კონტროლი, საბურავების წნევის მონიტორინგი, სინათლისა და წვიმის სენსორები და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები