LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Tenet-მა ყველაზე დიდი კროსოვერის – T8-ის გაყიდვები დაიწყო

107
ფოტო Tenet-მა ყველაზე დიდი კროსოვერის - T8-ის გაყიდვები დაიწყო (1)

Tenet-მა მესამე მოდელის გაყიდვების დაწყება გამოაცხადა. ეს არის კროსოვერი T8 – ახალი ბრენდის ყველაზე დიდი მოდელი, რომელიც Chery Tiggo 8 Plus-ის ანალოგი უნდა გახდეს. საოჯახო კროსოვერის ღირებულება, რომელიც ხელმისაწვდომია ორ კომპლექტაციაში, ორ ლიტრიანი ძრავით, 42 990 დოლარიდან დაიწყება.

7 ადგილიანი Tenet T8 მოძრაობაში 2.0-ლიტრიან ტურბირებულ ძრავს მოჰყავს, რომელიც 197 ცხენის ძალას ავითარებს და შვიდსაფეხურიან „რობოტთან“ ერთად მუშაობს. ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე კროსოვერი  8,4 წამში აჩქარდება.

T8-ს აქვს ე.წ. „ზამთრის“ პაკეტი – წინა და უკანა ფანჯრების გათბობა, ფარების გასარეცხი სისტემა, გარე სარკეების, საჭისა და სავარძლების გათბობა.

სალონში დამონტაჟებულია 15,6-დიუმიანი ეკრანი მულტიმედიური სისტემისთვის და რვა ხმის გამაძლიერებელი, ხოლო ტემპერატურაზე  ორდონიანი კლიმატ-კონტროლი ზრუნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები