მომავლის წარმოდგენა არც თუ ისე რთულია, როცა საავტომობილო წარმოებაზე ვსაუბრობთ. ბევრი ფირმა არა მხოლოდ გიჟურ შოუ-ქარებს, არამედ სრული მასშტაბის ზომასთან მიახლოებულ პროტოტიპებსაც უშვებს. მაგალითად, მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში ერთდროულად რამდენიმე ცნობილმა კომპანიამ წარადგინა საინტერესო კონცეპტები, რომელიც ამა თუ იმ სახით გამოვა სერიაში.
ეს მრავალფეროვანი კროსოვერები თუ სედანები იაპონიიდან, ორიგინალური ლიფტბეკი ბრიტანეთიდან და გერმანულ – ჩინური ელექტროქარი -ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ შედევრების, რომელთაც აუცილებლად უნდა შეავლოთ თვალი.





