მრავალრიცხოვანი ტუნინგ-ატელიეები და თავად საავტომობილო კომპანიები არაერთ საინტერესო პროექტს ქმნიან. თუმცა, თუკი უნიკალურ და მათ შორის უიშვიათეს ქმნილებებზე ვისაუბრეთ, გასაყიდად ასეთ ავტომობილებს მართლაც არც თუ ისე ხშირად ვხვდებით.
საუბარია, სერიოზულად გადაკეთებულ მოდელებზე, ბოლიდებზე რომელიც სიჩქარის რეკორდების დასამყარებლად ააგეს, მივიწყებულ კონცეპტებზე და გიჟურ საგზაო ჰიპერქარებზე.
თუმცა, პოტენციურ მყიდველებს ზოგჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ღია აუქციონებზე ექსკლუზიური მანქანა იყიდონ.





