LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: უიშვიათესი ფრანგული როდსტერი Delahaye 3 მილიონ დოლარად შეაფასეს

133
უიშვიათესი ფრანგული როდსტერი Delahaye 3 მილიონ დოლარად შეაფასეს

აუქციონზე გაიყიდება არტ-დეკოს სტილში შესრულებული ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ავტომობილი. საუბარია, როდსტერ Delahaye 135M Torpedo-ზე, რომელიც 1938 წელსაა გამოშვებული და ამ დრომდე 2 სერიოზული რესტავრაცია გაიარა.

აუქციონის სახლის წარმომადგენელთა ვარაუდით, ვაჭრობის თანხა 2-3 მილიონი დოლარი მაინც იქნება.

135M-ის პრემიერა 1936 წლის პარიზის ავტო სალონზე შედგა და მიმზიდველი ფორმების დამსახურებით მაშინვე მიიზიდა საზოგადოების ყურადღება. მოგვიანებით ასეთ დიზაინს French Curves უწოდეს და დროთა განმავლობაში ის მსოფლიო ფენომენად გადაიქცა.

ითვლება, რომ Delahaye სულ 11 ეგზემპლარად იყო გამოშვებული და ჩვენს დრომდე მხოლოდ ხუთმა მოაღწია.

ლოტს 3,6 ლიტრის მოცულობის ძრავა აქვს და მისი სიმძლავრე 116 ცხენის ძალას შეადგენს. როდტსერი 4 საფეხურიანი „მექანიკითაა“ აღჭურვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები