Mercedes-ის ინჟინრებმა გადაწყვიტეს, AMG-ის დინამიკა და Maybach-ის კომფორტი გაეერთიანებინათ.
სწორედ ასე გაჩნდა SL 680 – როდსტერი, რომელიც სიჩქარის სურვილს აღძრავს, მაგრამ ამას კეთილშობილურად და ელეგანტურად აკეთებს.
როცა Maybach SL 680-ს პირველად ხედავ, გგონია, რომ შენს წინ არა მანქანა, არამედ უცხო მტაცებელია, შეტევისთვის გამზადებული.
ვიწრო, მზაკვრული ფარები, მბზინავი რადიატორის ბადე ბასრი „კბილებით“, უამრავი ქრომირებული დეტალი, რომელიც მეტალის ქერცლს მოგაგონებს – თავიდან თითქოს გეშინია მასთან მიახლოება, განსაკუთრებით მაშინ როცა მისი ფასიც იცი.
ერთი შეხედვით ის თითქოს არ განსხვავდება AMG SL63-ისგან, თუმცა მნიშვნელოვანია დეტალები – ოდნავ შეცვლილი წინა ნაწილი, ქრომის ელემენტების კასკადი და უნიკალური 21-დიუმიანი თხელი თუჯის დისკები, რაც ერთობ ინდივიდუალურ იერს ქმნის.