Sotheby’s აუქციონზე უნიკალურ Porsche 911 Turbo S Lightweight-ს გაყიდიან. სპორტქარის გარბენი 130 კილომეტრს შეადგენს. მას ძარა თავიდან აქვს შეღებილი და ახალი საბურავებიც აქვს დაყენებული. მთლიანობაში ასეთი 86 ავტომობილია მხოლოდ გამოშვებული. ჩვეულებრივი Turbo S-ისგან მოდელი შემცირებული მასით და 381 ცხენის ძალამდე ფორსირებული 6 ცილინდრიანი ძრავით განსხვავდება. საწყისი ფასი 700-900 ათასი ფუნტი სტერლინგია. წელს Porsche 911 Turbo-ს 50 წელი შეუსრულდება. ბრენდის თაყვანისმცემლებს საყვარელი მოდელის იუბილეს აღნიშვნა ლიმიტირებული 911 Turbo-თი შეეძლებათ. ანდაც, შეუძლიათ მეორე ვარიანტი აირჩიონ, Sotheby’s აუქციონს დაელოდნენ და ნოემბრის ბოლოს უნიკალური 911 Turbo S Lightweight-ის მეპატრონე გახდნენ.
![6ac7532dd94d10a2b650558958892372](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/10/2024-10-08_11-46-56_532850.jpg)
![91c21faf50407da6343127a4cd4e8042](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/10/2024-10-08_11-46-58_196572.jpg)
![fc197a4848b16935ce32afd1122257b3](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/10/2024-10-08_11-46-59_889784.jpg)
![f6a8c697f657d032b193f77b491f257f](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/10/2024-10-08_11-46-59_068318.jpg)
![47f606dde29d1cf032c76d2f3162a814](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/10/2024-10-08_11-46-57_406685.jpg)