მანამ სანამ ახალ მოდელს გამოუშვებენ, საავტომობილო კომპანიები არაერთ ექსპერიმენტული ვარიანტს ამზადებენ, რომელთა შორისაც სერიამდე მისვლას მხოლოდ ერთი თუ შეძლებს. გარდა ამისა, ბევრი პროექტი არარეალიზებული რჩება, რადგან ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაზე მათ სარფიანობაში ეჭვი შეაქვთ.
შედეგად, ყველაზე გამორჩეული და მოდური პროტოტიპებიც აღარავის სჭირდება. შესაბამისად, ცუდ ვარიანტში ისინი ნაგავსაყრელზე აღმოჩნდებიან. თუმცა, ზოგჯერ მწარმოებლები მათი საზოგადოებისთვის ჩვენებაზე მაინც თანხმდებიან.