LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: უნიკალური სუპერქარი McLaren Elva გასაყიდად გამოიტანეს

115
McLaren Elva

საკოლექციო სუპერქარი McLaren Elva, რომელსაც მინიმალური გარბენი აქვს, გასაყიდად გამოიტანეს. უნიკალური სუპერქარი, რომლის საწყისი ტირაჟიც ჯერ ორჯერ შეამცირეს 399-დან 249-მდე, შემდეგ კი საერთოდ 149 მანქანა დატოვეს, ბრიტანეთის ბრენდის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ მოდელად ითვლება. McLaren Evla-ს ერთ-ერთმა მყიდველმა მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ თავის სპიდსტერს, სერიული ნომრით 83, დაემშვიდობოს. ავტომობილს ძარის და სალონის გამორჩეული გაფორმება აქვს და თან გარბენიც თითქმის მინიმალურია.

ლოტი თეთრ ფერშია შესრულებული და ძარაზე წითელი აქცენტები უფრო სრულყოფილს ხდის. სავარძლები წითელი ტყავითაა დამზადებული და სალონის დანარჩენი ნაწილი მინიმალისტურ ესთეტიკას ინარჩუნებს.

სპიდსტერი ბენზინის ბიტურბო ძრავით V8 4.0-ითაა დაკომპლექტებული და აგრეგატს 815 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ძრავა 7 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები