LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ჯემალ სეფიაშვილის კონცერტზე შესრულებული ჰიტები კომპოზიტორის რეპერტუარიდან, ვარსკვლავების გამოსვლები და „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“

740
ჯემალ სეფიაშილი

,,ჯემალ სეფიაშვილი – სიყვარულით” – ამ სახელწოდებით თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებითი საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

საღამო 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული სიმღერით „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ დაიწყო, რომელიც დღეს შეასრულა ახალგაზრდა მომღერალთა გუნდმა მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით.

ჯემალ სეფიაშვილის სასიმღერო შემოქმედების საორკესტრო ვერსიების ავტორი ნიკა ნიკვაშვილი იყო.

საღამოს პროგრამაში ორკესტრმა და ბენდმა ნიკოლოზ ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით შეასრულა კომპოზიტორის ძველი და ცნობილი სიმღერების ახლებური ვერსიები.

კონცერტში მონაწილეობდნენ თამარ გვერდწითელი, ანსამბლი „შვიდკაცა”, სოფო ხალვაში, მიხეილ ჯავახიშვილი, მორის ჯანაშვილი, ცისანა სეფიაშვილი, „ჰერიო“, გიორგი სუხიტაშვილი, აჩიკო ბერიძე, სანდრო კობახიძე, ლიკა დოლიძე, „თეატრალურის კვარტეტი”, ლელა თელია, „ქუჩის ბიჭები”, ტრიო „აპრილია”.

ღონისძიების დამდგმელი რეჟისორი იყო თინათინ კორძაძე, დამდგმელი მხატვარი – თამარ ფოცხიშვილი. საღამოს უძღვებოდა კახა მიქიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები