LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Volkswagen-მა ბრაზილიის პრეზიდენტისთვის კაბრიოლეტი დაამზადა

184
volkswagen

Volkswagen-მა ბიუჯეტური სედანისგან ბრაზილიის პრეზიდენტს კაბრიოლეტი დაუმზადა. სამხრეთ ამერიკაში, ინდოეთში და ჩინეთში სხვადასხვა სახელით, ფაქტობრივად ერთი და იმავე მოდელი, Volkswagen-ის საკმაოდ ბიუჯეტური სედანი იყიდება.

ბრაზილიის ბაზრისთვის განკუთვნილი მოდელი, ბრაზილიურივე წარმოების, ცნობილია სახელით Volkswagen Virtus და ცოტა ხნის წინ მან ექსკლუზიური მოდიფიკაცია, ბიუჯეტური მოდელის ბაზაზე აგებული კაბრიოლეტი მიიღო. ეს მანქანა სპეციალისტებმა ქარხანაში ბრაზილიის პრეზიდენტის ლუის ინასიუს სტუმრობისთვის ააგეს. პროექტზე საწარმოს 30-მდე თანამშრომელი შრომობდა.

გარდა იმისა, რომ Virtus სახურავის გარეშე დარჩა, გაზარდეს საბურავების ბაზა, ძარა გააძლიერეს, წინა და უკანა სავარძლებს შორის დაამონტაჟეს საყრდენები, რომლებსაც მგზავრები ფეხზე დგომის დროს დაეყრდნობიან. უკანა სავარძელი ბევრად უფრო კომფორტული გახადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები