LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Volkswagen მძლავრი Golf R-ების შეზღუდულ სერიას გამოუშვებს

126
volkswagen

კომპანია Volkswagen-მა მძლავრი ლიმიტირებული ჰეტჩბეკი Golf R 333 Limited Edition წარადგინა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ციფრი 333 სპეც-ვერსიის დასახელებაში ავტომობილის სიმძლავრის მანიშნებელია და თუკი ეს მართლაც ასეა, ასეთი Golf R-ის კაპოტის ქვეშ 2 ლიტრის მოცულობის ტურბო ძრავა იქნება განთავსებული – 333 ცხენის ძალით.

ოფიციალური თიზერით თუ ვიმსჯელებთ, Volkswagen R-ის მთავარი მახასიათებელი გახდება ყვითელი ფერი, შავი დისკები და ციფრი 333 კაპოტზე.

რაც შეეხება ტექნიკურ შიგთავსს, მოსალოდნელია, რომ 333 ძალის ჰეტჩბეკი 100 კილომეტრამდე აჩქარებას 4,6 წამში შეძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 270 კმ/სთ იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები