Volkswagen T-Roc მეორე თაობაში გადავიდა. „პირველი“ T-Roc-ის პრემიერიდან რვა წლის შემდეგ, Volkswagen-მა ერთ-ერთი თავისი ყველაზე პოპულარული მოდელის ახალი ვერსია წარადგინა. კროსოვერმა ვიზუალურ განახლებასთან ერთად ახალი ინტერიერიც მიიღო. მოდელი ზომებშიც გაიზარდა და ახალი ძრავებიც დაემატა, რომელშიც პირველად შევიდა სრულფასოვანი ჰიბრიდული დანადგარი 1.5 TSI evo2.
„მეორე“ Volkswagen T-Roc პლატფორმა MQB Evo-ზეა აგებული. სიგრძეში კროსოვერი 4373 მილიმეტრს აღწევს— რაც წინამორბედთან შედარებით 122-ით მეტია. გაიზარდა ასევე საბურავების ბაზა (28 მილიმეტრით, 2631-მდე), რაც შესაძლებლობას იძლევა გაიზარდოს სივრცე მეორე რიგში და საბარგულში, სადაც ახლა მინიმუმ 475 ლიტრი (+30) თავსდება.
გარეგნულად კროსოვერი Volkswagen-ის ელექტრომობილების ოჯახს დაუახლოვდა. გარდა იმისა, რომ T-Roc უფრო თანამედროვე გახდა, გაუმჯობესდა აეროდინამიკაც: ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტი 10 პროცენტით გაიზარდა და 0,29-ს მიაღწია. ბორბლის დისკების მაქსიმალური ზომა — 20 დიუმია.
სალონში პლასტმასა შემცირდა და ქსოვილმა მოიმატა. ცენტრში დამონტაჟებულია 10,4 ან 12,9 დიუმიანი ეკრანი კომპლექტაციის მიხედვით.





