საავტომობილო კომპანიები თავისი მანქანების ყველაზე განსხვავებულ ლიმიტირებულ ვერსიებს, ნებისმიერი მიზეზით უშვებენ. ამასთან, ყველაზე გავრცელებულ მოდელებად ისევ ამა თუ იმ მოდელის „შავი“ ან „მუქი“ სპეც-ვერსიები რჩება.
ასეთი სიახლეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეგულარულად ჩნდება: ცოტა ხნის წინ განსაკუთრებული ვერსია დაემატა ბავარიულ კროსოვერს იაპონიისთვის, დაგრძელებულ წარმომადგენლობით სედანს სამხრეთ კორეისთვის, იაპონურ ჰეტჩბეკს და უნივერსალს საშინაო ბაზრისთვის, ასევე ჩინურ ოთხკარიანს და ყველგანმავალს.