ცოტა ხნის წინ ყველაზე მაგარ Ford Mustang-ებზე ვსაუბრობდით. სწორედ ამიტომ, სადაც საკულტო პონი-ქარი, იქვე უნდა ვახსენოთ მისი მარადიული და საშიში კონკურენტი Chevy Camaro! ცნობილი ავტომობილი წარმოებიდანაა მოხსნილი, თუმცა ავტო მოყვარულთა გულებში სამუდამოდ დარჩება.
ავტო ჟურნალისტებმა ყველაზე საინტერესო ქარხნული მოდიფიკაციების 10 რჩეული ეგზემპლარი შეარჩიეს. სპეციალურ სადილერო შესრულებებზე, ისეთზე როგორიცაა მაგალითად Yenko, Dana და Baldwin Motion, ასევე დატუნინგებულ Hennessey Performance-ზე, როგორმე სხვა დროს ვისაუბროთ. თუმცა, ერთი უნიკალური მანქანისთვის გამონაკლისი მაინც უნდა დავუშვათ.








