LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ყველაზე წარმატებულმა სარბოლო Bentley-იმ ნაძვის ხე მოიტანა

143
bentley

საბავშვო სარბოლო Bentley Supercharged 4 ½ Litre-მ ნაძვის ხე მოიტანა. 2023 წლის ზაფხულში სათამაშოების ცნობილმა მწარმოებელმა The Little Car Company-იმ ბრიტანულ ბრენდთან Bentley-სთან ერთად 1929 წლის სარბოლო ბოლიდის ზუსტი ასლი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ საუბარი ფაქტობრივად ბავშვების სათამაშოზეა, მას საგზაო ცდების მასშტაბური პროგრამა ელოდება, პირველი ნაწილი კი შობა- ახალი წლის წინ დაიწყო.

ელექტრომობილის წარმოება 2024 წლიდან იგეგმება, მანამდე კი პროტოტიპს 8000 კილომეტრზე მეტის გავლა მოუწევს, რაც რეალურ საგზაო პირობებში სხვადასხვა ცდებს მოიცავს. ინჟინრები თავისი ქმნილების საიმედოობაში უნდა დარწმუნდნენ და ამასთან, მოდელი ყველა სასერტიფიკატო მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები