LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

France Football წარსულს დაუბრუნდა: ოქროს ბურთს ჟურნალისტები მისცემენ

33

France Football ”ოქროს ბურთს” ჟურნალისტების ხმის მიცემის შემდეგ გადასცემს და ფინალისტთა სამეულზე უარს იტყვის.
ფრანგულმა გამოცემამ ფიფასთან თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ ახალი წესები გამოაცხადა.

France Football პრიზის გადაცემის ძველ ფორმატს დაუბრუნდა: გამარჯვებულს სპორტული ჟურნალისტების ხმის მიცემა გაარკვევს. პრეტენდენტთა სიაში 30 ფეხბურთელი შევა და არა 23, როგორც ეს ადრე იყო. გამოცემამ უარი თქვა ფინალისტთა სამეულზე – გამარჯვებულს ერთი კენჭისყრის შედეგებით გამოავლენენ.

გამარჯვებულს და სრულ რეიტინგს წლის ბოლომდე გამოაცხადებენ.

ჟურნალი საუკეთესო ფეხბურთელს 1956 წლიდან 2009 წლამდე ასახელებდა ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად.
2010 წლიდან ამ საქმით ფიფა დაკავდა. გამარჯვებული ირკვეოდა ეროვნული ნაკრების კაპიტნებისა და მთავარი მწვრთნელების ხმის მიცემით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები