LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგები ლეკვების უფლებებს დაიცავენ

111
ფრანგები ლეკვების უფლებებს დაიცავენ

საფრანგეთში ცხოველების დაცვის ასოციაციამ წამოიწყო პეტიცია, რომლის მიზანიც ცხოველების გამოფენების და ამ გამოფენებზე ლეკვების გაყიდვის აკრძალვაა. ერთი კვირის განმავლობაში პეტიციამ 25 ათასზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა.

აქტივისტები ამტკიცებენ, რომ ლეკვების გაყიდვას ხშირად ძალიან ადრეულ ასაკში იწყებენ, რის გამოც ისინი სტრესს განიცდიან და შესაძლოა სერიოზული დაავადებებიც განუვითარდეთ.

აკრძალვის მომხრეები ასევე აღნიშნავენ, რომ ხმაურიანი და ხალხმრავალი გამოფენები ადამიანებს იმპულსური შენაძენისკენ უბიძგებენ. ასე ნაყიდი ლეკვისთვის ხშირად არ აქვთ საკმარისი დრო თუ რესურსი, რათა მასზე სათანადოდ იზრუნონ.

უფრო მეტიც, თუკი წინასწარ არ მოემზადებიან, შესაძლოა არც იცოდნენ თუ როგორ უნდა მოუარონ ცხოველს. ეს კი სტრესს იწვევს როგორც ლეკვში, ასევე პატრონში, შედეგად ზოგიერთი მეპატრონე ოთხფეხა მეგობარზე უარს ამბობს. აქტივისტებს იმედი აქვთ, რომ ასეთი გამოფენების გაუქმება ძაღლების სპონტანურად ყიდვის შემთხვევებს შეამცირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები