ფრანგებმა მოგზაურობასთნ დაკავშირებულ მთავარ შიშებზე ისაუბრეს. მოგზაურთა პორტალმა Liligo.com ჩაატარა ძალიან საინტერესო გამოკითხვა და დაადგინა, რომ ფრანგთა 87% -ს საზღვარგარეთ წასვლისას სახლში ფულის დარჩენის ეშინია. 83%-ის მთავარი საფიქრალი თავის რეისზე დროულად მისვლაა, 79%-ს კი იმის ეშინია, რომ პასპორტს ვადა არ გაუვიდეს და ისინი ამას ბოლო წამს არ მიხვდნენ. გარდა ამისა, 90% მოგზაურობისას იმაზე შიშობს, რომ დოკუმენტები არ მოპარონ, 76%-ს ფიზიკური დაზიანებები აფიქრებს, ხოლო 57%-ს კი ძალიან არ უნდა რომ ამა თუ იმ კურორტზე ყოფნისას სხვა ფრანგებს გადააწყდეს.