LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგებმა მსოფლიოში პირველი სატარებელი უსაფრთხოების ბალიში წარმოადგინეს

92

ფრანგულმა კომპანიამ Helite, რომელიც მოტოციკლისტებისთვის და მოთხილამურეებისთვის დამცავი ეკიპირების წარმოებაზე სპეციალიზირდება, სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფებაზე CES, მსოფლიოში პირველი სატარებელი უსაფრთხოების ბალიში წარმოადგინა. სიახლე განკუთვნილია დაბალი სიმაღლიდან დაცემისას თეძოების დასაცავად. უსაფრთხოების ბალიში დარტყმის ენერგიას 90%-მდე ამცირებს.

Hip’Air არის ქამარი რომელიც ვენტილირებადი ქსოვილისგან არის დამზადებული, მასში უსაფრთხოების ბალიშია ინტეგრირებული, რომელსაც აქსელერატორი, ჰიროსკოპი, აირგენერატორი და შესაკრავი აქვს, რომელიც სისტემის აქტივატორის როლს ასრულებს.

მწარმოებელი ამბობს, რომ Hip’Air-ს დაცემის განსაძღვრა 200 მილიწამის განმავლობაში შეუძლია. კიდევ 80 მილიწამი ბალიშის გახსნას სჭირდება, თავად დაცემას 400 მილიწამი სჭირდება.

უსაფრთხოების ბალიშის ღირებულება 790 დოლარია. თითოეული დამატებითი აირგენერატორი 50 დოლარი ღირს. ევროპაში გაყიდვები მარტში დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები