LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგებს პარიზის ოლიმპიადის არ სჯერათ: ქვეყანა უსაფრთხოებას ვერ დაიცავს, ტურისტებს ვერ აუვა, ტრანსპორტი არ იქნება

139
Capture

ცნობილი გახდა ფრანგების გამოკითხვის შედეგები პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინ.

Elabe-ის მონაცემებით, გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ საფრანგეთი მზად არ არის ოლიმპიადის ჩასატარებლად უსაფრთხოების მხრივ. დაახლოებით 50% ვარაუდობს, რომ ქვეყანა ვერ გაუძლებს ტურისტების მოზღვავებას. 58% მიიჩნევს, რომ იქნება ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები.

გამოკითხვამ ისიც გაარკვია, რომ ფრანგების თითქმის ნახევარი გულგრილია ოლიმპიური თამაშების ჩატარების მიმართ (48%), ყოველი მესამე (32%) კი სულაც სკეპტიკურად არის განწყობილი. ენთუზიაზმს ოლიმპიადის მასპინძლობაზე 20% გამოხატავს.

ზაფხულის ოლიმპური თამაშები პარიზში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები