ფრანგების 73 პროცენტს რეგულარულად შეაქვს ეჭვი სპორტული შედეგების სამართლიანობაში.
საფრანგეთის ტელეარხმა RTL-მა ბოლო დროინდელი სადოპინგო სკანდალების კონტექსტში სპორტული შედეგების თაობაზე ქვეყნის მოსახლეობის აზრის გასაგებად კვლევა ჩაატარა.
გაირკვა, რომ გამოკითხულთა 73%-ს ამა თუ იმ სპორტული შეჯიბრის შედეგში რეგულარულად ეპარება ეჭვი.
ფრანგების 94 პროცენტი ეჭვობს, რომ წესების დარღვევა ეხება ველოსპორტს, მძლეოსანთა შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს 85%, საფეხბურთოს – 65, საჩოგბურთოს – 59, რაგბისას – 42.