LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგმა „ადამიანმა ობობამ“ ცათამბრჯენი 60 წლის ასაკში დალაშქრა

38
_126756605_tv078843798

60 წლის ალენ რობერტსი, რომელსაც მთელი მსოფლიო „ადამიანი ობობას“ სახელით იცნობს, 48 სართულიან ცათამბჯენზე ყოველგვარი დაზღვევისა და აღჭურვილობის გარეშე ავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„მინდა გითხრათ, რომ 60 წელი არაფერია. ისევ შეგიძლიათ დაკავდეთ სპორტით, იყოთ აქტიურები, გააკეთოთ გასაოცარი რამეები“, უთხრა მამაკაცმა ჟურნალისტებს.

აღსანიშნავია, რომ მწვერვალზე ასვლისთანავე ექსტრემალი დააკავეს.

რობერტს ეს ცათამბჯენი ადრეც არაერთხელ დაულაშქრავს და ამჯერად მის დასაპყრობად 60 წუთი დასჭირდა.

„ჩემს თავს შევპირდი, რომ როდესაც 60 წლის გავხდებოდი ამ შენობას კიდევ ერთხელ დავლაშქრავდი, რადგან 60 საფრანგეთში პენსიაზე გასვლის ასაკია და ვფიქრობ ეს საუკეთესო ჟესტი იქნებოდა.“

აღსანიშნავია, რომ ფრანგი ადამიანი ობობა წარსულშიც არაერთხელ დაუპატიმრებიათ, რადგან როგორც წესი ცოცვის წინ შესაბამისი უწყებებისგან ნებართვის მიღებას არ ცდილობს ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები