LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგმა მეცნიერებმა ადამიანსა და ქათამს შორის უჩვეულო მსგავსება აღმოაჩინეს

119
benefits-of-keeping-chickens

სტრესი, ბრაზი და სირცხვილის გრძნობა არამხოლოდ ადამიანებს, არამედ ქათმებსაც აწითლებს. ასეთ დასკვნამდე საფრანგეთის სოფლის მეურნეობის ნაციონალური კვლევის ინსტიტუტი მივიდა.

სპეციალისტები ფრინველს რამდენიმე კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ, მანამ სანამ ისინი ფერმაში ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებდნენ. შემდეგ მკვლევარებმა ექსპერიმენტის ფარგლებში გაკეთებული ვიდეო ჩანაწერები გააანალიზეს.

აღმოჩნდა, რომ ქათმის თავზე ღიად დარჩენილი კანი წითლდებოდა, როცა ის შეშინებული ან აღელვებული იყო. მაგალითად, მაშინ როცა ადამიანი ეხებოდა ან საშიში ხმები ესმოდა. ქათმები ცოტათი წითლდებოდნენ მაშინაც, როცა გემრიელ საკენკს იღებდნენ.

გარდა ამისა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფრინველს თავზე ბუმბული ექოჩრება, როცა ბედნიერია.

მეცნიერებს ჯერ-ჯერობით უჭირთ იმ მექანიზმის ახსნა, რომლის გამოც ქათმები წითლდებიან. თუმცა, ასეთი აღმოჩენა ფერმერებს თავისი ფრინველის უკეთ გაგებაში დაეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები