LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგმა მეზღვაურმა მოგზაურობის ახალი რეკორდი დაამყარა

52

ფრანგმა მეზღვაურმა იალქნიანი გემით მოგზაურობის ახალი რეკორდი დაამყარა. ტომას კოვილეს მოგზაურობა 49 დღე და 3 საათი გაგრძელდა და ამ პერიოდის განმავლობაში ის სრულიად მარტო იყო.

მამაკაცმა მოგზაურობა 6 ნოემბერს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ქალაქი ბრესტიდან დაიწყო და ამ პერიოდის განმავლობაში ერთხელაც არ შეუსვენია. როგორც ტომასი აცხადებს, ის ძილს მაქსიმუმ 3 საათს უთმობდა, ამიტომ ძალიან გადაიღალა.

შეგახსენებთ, რომ იალქნიანი გემით ხანგრძლივი მოგზაურობის წინა რეკორდი ასევე საფრანგეთის წარმომადგენელს – ფრენსის ჟუაიონუს ეკუთვნის. ის 2008 წელს 57 დღე და 13 საათი მიცურავდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები