LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგული ავიაკომპანია ბილეთებს აუქციონზე გაყიდის

36

ფრანგული ავიაკომპანია ბილეთებს აუქციონზე გაყიდის. სააგენტო „34travel”-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ნაციონალურმა ავიახაზებმა გადაწყვიტა, რომ ბილეთების ნაწილი აუქციონის დახმარებით გაყიდოს. Air France-მა ახალი ინიციატივა იმისთვის წამოიწყო, რომ თვითმფრინავში ცარიელი ადგილი საერთოდ აღარ დარჩეს. საქმე ისაა, რომ მკაცრი კონკურენციის პირობებში კომპანიას მგზავრთა რაოდენობა შეუმცირდა და ეს ყველაფერი ბუნებრივია შემოსავლებზე აისახა.

ავიაბილეთების აუქციონი დეკემბრის თვიდან დაიწყება და როგორც იდეის ავტორები ვარაუდობენ, ბილეთები საკმაოდ დაბალ ფასებში გაიყიდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები