საფრანგეთში, სენა-პორტის კომუნაში გადაწყვიტეს, რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სმარტფონები აღარ გამოიყენონ. ასეთ აკრძალვას ხმა რეფერენდუმზე თავად ადგილობრივებმა მისცეს, წერს The Guardian.
ამ გზით სურთ, რომ შექმნან ისეთი პირობები რომელშიც ერთმანეთთან კომუნიკაცია ბევრად სასურველი იქნება.
აკრძალვა იმოქმედებს ქუჩებში, პარკში, მაღაზიებში, კაფესა და რესტორნებში. შემომავალი ზარისთვის პასუხის გაცემა შეიძლება, თუმცა სოციალური ქსელების სქროლვა ან ვინმესთან უსასრულო მიმოწერა – არა.
ასევე, მშობლებს შეუძლიათ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 15 წლამდე ბავშვები სმარტფონებს ვერ მიიღებენ. სანაცვლოდ მერია ოჯახს გადასცემს ღილაკებიან ტელეფონს, რომელიც მხოლოდ ზარებისთვის იქნება განკუთვნილი.
ახალ შეზღუდვებს მხოლოდ რეკომენდაციის სახე ექნება და დამრღვევებს სანქციები არ ემუქრებათ.