საავტომობილო პორტალის CarsWeek-ის ექსპერტებმა ფრანქფურტის ავტოსალონის ფარგლებში წარმოდგენილი სიახლეებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ხუთი ავტომობილი განსაზღვრეს. პირველი პოზიცია სპეციალისტებმა ქროსოვერ Volkswagen T-Roc-ს მიანიჭეს, რომელიც საზოგადოებას ფასით – 20 000 ევროთი და მოდური დიზაინით მიიზიდავს. ექსპერტებმა არა ნაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნიეს ტექნიკური აღჭურვილობაც და ამ შემთხვევაში საბაზო კომპლექტაციაც კი შთამბეჭდავია.
მეორე პოზიცია SUV სეგმენტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ქროსოვერმა Skoda Karoq-მა დაიკავა, რომელიც შვედეთში ჯერ კიდევ გაზაფხულზე წარმოადგინეს. სამეულს კი კიდევ ერთი ქროსოვერი Hyundai Kona ასრულებს.
მეოთხე პოზიცია ახალმა Renault Duster-მა დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ ყველგანმავლები და ქროსოვერები ამჟამად მსოფლიოს ტრენდს წარმოადგენენ, არ უნდა დავივიწყოთ ჰიპერქარებიც, წერენ ექსპერტები. ფრანკფურტის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეების ხუთეულს Mercedes-AMG Project One Hyper ასრულებს.