რამდენად ხშირად უსმენთ თქვენს შინაგან ხმას? რამდენად ხშირად რჩებით სიჩუმეში – ყურსასმენის გარეშე, როცა სეირნობთ ან სახლის საქმეებით ხართ დაკავებული? თითქმის ყოველ დღე ჩვენ გავდივართ ქუჩაში, ვსხდებით ტაქსიში ან ჩავდივართ მეტროში, რათა გავემართოთ სამსახურის ან სასწავლებლისკენ. გზაშიც არ ვატარებთ დროს საკუთარ თავთან და ფიქრებთან. ჩვენ ან საუბრებში ვიძირებით ან ინფორმაციის ნაკადში ვიკარგებით.
და რა ხდება ასეთ მომენტებში? ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ნამდვილ სურვილებს, ვერ ვიგებთ ჩვენს განწყობას და ვზრდით შფოთს.
არადა მენტალური ჯანმრთელობისთვის უბრალო გასეირნებაც ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს.
მშვიდი დრო
უნდა შეარჩიოთ ისეთი დრო როცა სხვადასხვა საქმეებზე ფიქრით არ მოცდებით და ქუჩაში მშვიდად გავლას შეძლებთ. ფსიქოლოგთა ნაწილი თვლის, რომ ამისთვის საუკეთესო დროა დილა, როცა მთელ ქალაქს ჯერ ისევ სძინავს და გარშემო უჩვეულო სიწყნარეა.
დაასვენეთ ყურები
ყველაზე მთავარია – არ დატვირთოთ თავი ინფორმაციით. მიეცით საკუთარ თავს საშუალება სანუკვარი სურვილები გაიგოს, გაიაზროს ესა თუ ის სიტუაცია ან უბრალოდ უმნიშვნელო წვრილმანებზე იფიქროს. თუკი თავიდან ყურსასმენის გარეშე სეირნობა თქვენთვის უჩვეულო გრძნობა იქნება, ჩართეთ წყნარი მელოდია, რომელიც ყურადღებას არ გაგიფანტავთ.
კომფორტული ტანსაცმელი
ასეთი სეირნობისთვის კომფორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შეარჩიეთ, რათა აქტივობა მაქსიმალურად სასიამოვნო იყოს.
მარშრუტი და სეირნობის ხანგრძლივობა
თუკი გაქვთ იმის საშუალება რომ პარკში გაისეირნოთ, იქ აუცილებლად შეიარეთ და ბუნების ჰარმონიით დატკბით. ასევე შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ, შეუხვიოთ თქვენთვის უცნობ ქუჩაზე და კარგად ნაცნობ ქალაქს სულ სხვა თვალით შეხედოთ.
სეირნობის იდეალური ხანგრძლივობა 30-40 წუთია. ამ დროის განმავლობაში არამხოლოდ ძალიან იღლები, არამედ დატვირთული ფიზიკური აქტივობისგან სიამოვნებასაც იღებ.