LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფულმა შვილს მერსედესის კუპე აჩუქა

27

დაუმარცხებელ მოკრივე ფლოიდ მეივეზერს მეტსახელად “ფული” შეარქვეს და ალბათ გასაგებია რატომაც. ამერიკელ მოჩხუბარს ფული იმდენი აქვს, თავისუფლად შეუძლია ძვირფასი საჩუქრებით გაანებივროს ნებისმიერი ადამიანი, მით უმეტეს საკუთარი ოჯახის წევრები.

ჰოდა, ადგა ფლოიდი და თავის უფრო ვაჟს, კორაუნს, 16 წელი რომ შეუსრულდა, საჩუქრად C-კლასის Mercedes Coupe უყიდა.

ამ ავტოს ფასი 100 ათას ევროს სცდება, კომპლექტაციის გააჩნია.

ერთი წლის წინ კი, მამამ ბიჭს ”ბენტლის” გოლფ-ქარი აჩუქა, რათა ბავშვი სრულფასოვანი მართვისთვის მომზადებულიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები