LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გააჩერე თვითმფრინავი, ჩავდივარ!

50

ამერიკელმა ავიამგზავრმა შუა ფრენის დროს ლაინერის დატოვება სცადა. პორტალ „Airlive“-ის ინფორმაციით, შემთხვევა American Airlines-ის ბორტზე მოხდა და ავიადებოშირის დასაწყნარებლად ბორტგამცილებლებს მგზავრების დახმარებაც კი დასჭირდათ. ლაინერი ლოს-ანჯელესიდან მინეაპოლისში მიფრინავდა და როდესაც კაპიტანმა დაშვება დაიწყო, ერთ-ერთი მამაკაცი ადგა და კარის გაღება სცადა. მგზავრი დიდი ძალისხმევის შემდეგ გააკავეს და დაფრენისთანავე მას პოლიცია დაახვედრეს. ავიაკომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ავიადებოშირი ამჟამად დაკავებულია და წარედგინება თუ არა მას ბრალი, ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები