LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაცნობის საიტებზე პარტნიორის შერჩევის წესები

37

თუ თქვენ გაცნობის საიტების ხშირი სტუმარი ხართ, მაშინ ეს თემა თქვენთვის უცხო არ იქნება, მათ კი, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია ღირს თუ არა პარტნიორის ბრმად ძებნა, ვთავაზობთ გაეცნოს ვირტუალური ნაცნობობის რამდენიმე დაუწერელ კანონს და იმ შეცდომებს, რომლებსაც გოგონები ყველაზე ხშირად უშვებენ.

დაფიქრებულხართ როდესმე, რატომ ახერხებს ზოგი დარეგისტრირებისთანავე მოძებნოს წყვილი, ზოგი კი, წლობით წვალობს და მაინც ვერ ახერხებს პირადი ცხოვრების მოწყობას? ერთის მხრივ – ეს იღბალზეა დამოკიდებული, მეორეს მხრივ კი – თქვენს სწორ ან არასწორ მოქმედებაზე. პრინციპში ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც რეალურ სამყროში, თუმცა არსებობს ნიუანსები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

 

690x460_0xd42ee42a_18707353171449669910

გაცნობის საიტზე დარეგისტრირებამდე კარგად დაფიქრდით – რისთვის აკეთებთ ამას  და კონკრეტულად როგორი ადამიანის გაცნობას ისურვებდით, რადგან ყველა მიზანი სხვადასხვა ხერხით მიიღწევა და აბსოლუტურად განსხვავებულ მოქმედებას და თვითპრეზენტაციას მოითხოვს. თუ ფლირტი გსურთ ან თვითშეფასების ამაღლება, მაშინ “მაყურებლის” წინაშე საკმაოდ თამამად და სექსუალურადაც შეგიძლიათ წარსდგეთ. თუ თქვენი გარეგნობა და ფიგურა წესრიგშია, მაშინ “ლაიქებისა” და კომპლიმენტების რაოდენობაც მაქსიმალური იქნება. არაა გამორიცხული, მიიღოთ ვულგარული და უხამსი შემოთავაზებებიც, თუმცა ყოველთვის თავისუფლად შეგიძლიათ მათი იგნორირება და საკუთარი პერსონისადმი მხოლოდ პოზიტიური ყურადღებით დატკბობა. ანკეტის შევსებაც აუცილებელია, რადგან ის ჰარმონიულად ავსებს ვიზუალურ პრეზენტაციას. წარმოაჩინეთ საკუთარი თავი ცოცხალ, მხიარულ და ზოგჯერ პროვოკაციულ ადამიანად, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს.

 

690x1035_0xd42ee42a_1791477601449669909

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ “მთელი ცხოვრების სიყვარულს” და შესაფერის მეუღლეს ეძებთ, მაშინ ხაზგასმული სექსუალურობა და ორაზროვანი მინიშნებები ანკეტაში სრულიად უადგილოა. მეუღლის მოძებნა ბევრად ადვილია, თუ ქალს მოკრძალებულად აცვია და ფოტოზეც მორიდებულად იღიმის. ანკეტაში მოყევით თქვენს გატაცებებზე და ინტერესებზე, ბავშვების და მოხუცების სიყვარულზე (სასურველია მხოლოდ ის ადამიანები ჩამოთვალოთ, ვინც მართლა გიყვართ). კარგი იქნება, თუ სხვათაშორის აღნიშნათ თქვენს კულინარიულ “მიღწევებს” ან სხვა საყოფაცხოვრებო და საშინაო მეურნეობის გაძღოლის “უნარებს”.  მოტყუება კატეგორიულად აკრძალულია. ტყუილის თქმის უფლება მხოლოდ მათ აქვთ, ვინც გასართობად რეგისტრირდა და ვისთვისაც  მთავარი პროცესია და არა რეზულტატი… ვინც სინამდვილეში არავის ეძებეს, არავისთან ცდილობს შეხვედრას და მხოლოდ მოწყენილობით ან დროის გასაყვანად ერთობა.

 

690x459_1_e1d79ace625c1bcc644bc48a9ade2694@2000x1333_0xd42ee42a_10726321051449669889

 

იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენთის მთავარი  რეზულტატია, მაშინ იყავით საკუთარი თავის მიმართ მაქსიმალურად ობიექტური და ზომიერად კრიტიკული. ეს დაგეხმარებათ შეარჩიოთ ყველაზე წარმატებული ფოტოები (აუცილებლად ახალი), შეძლოთ ანკეტის შინაარსის და თქვენი მოლოდინების კორექტირება. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ფოტოზე მთავარი არა ადამიანი, არამედ საერთო კომპოზიციაა – ანუ ის, რაც მის გარშემოა. ძალიან ამახინჯებს კადრს უგემოვნო ინტერიერი თავისი უშნოდ მორთული ელემენტებით. ბევრად უკეთესია მოძებნოთ თეთრი, ნათელი კედელი და ფოტო მის ფონზე გადაიღოთ. დეკორის არ არსებობის შემთხვევაში, მამაკაცს ყურადღება არ გაეფანტება და მხოლოდ თქვენზე იქნება კონცენტრირებული, მითუმეტეს, რომ ღია ფერის ფონზე ფოტო ბევრად უფრო წარმატებული გამოდის – კანი ბრწყინავს, სილუეტი კი, ბევრად უფრო მოხდენილად ჩანს.

 

690x713_0xd42ee42a_12571832801449669909

 

ფოტოს სწორი კომპოზიცია აუცილებელია, რადგან  მამაკაცები ქვეცნობიერად სწორედ ასე საზღვრავენ თქვენი ცხოვრების და შემოსავლების დონეს, გემოვნებას და ადეკვატურობის ხარისხს. სხვათაშორის ასეთი მიდგომა სულაც არაა მოკლებული ჯანსაღ აზრს, რადგან ნორმალური და ადეკვატური გოგონა არასდროს გამოაქვეყნებს გაცნობის საიტზე ფოტოს გადაღებულს დაშლილი ავეჯის ან სამზარეულოს ნიჟარაში დაგროვილი ჭურჭლის ფონზე.


690x449_0xd42ee42a_2704485141449669909

 

ალბათ ყველამ კარგად იცის, რომ ქალები ბევრად უფრო თვითკრიტიკულები არიან, ვიდრე მამაკაცები. მამაკაცს შეუძლია იყოს დაბალი, ჰქონდეს ზედმეტი კილოგრამები და საგრძნობლად შეთხელებული თმა კეფაზე, მაგრამ საკუთარ ნაკლს მაინც ვერ დაინახავს, სიმპათიური გოგონა კარგი სამსახურით და ღირსეული კავალერით კი, ყოველთვის უკმაყოფილოა, კომპლექსებს მალავს და გაუთავებლად მკერდის გადიდებას ან ცხვირის დაპატარავებას ნატრობს, თან აუცილებლად  მშვენიერ პრინცზე ოცნებობს. უარს ამბობს ღირსეულ კავალერზე და იმ “ერთადერთ იდეალურ” მამაკაცს ეძებს, რომელსაც მილიონობით ქალი ეძედა მანამდე. პრინცები, რა თქმა უნდა, არსებობენ, მაგრამ ისინი ძალიან ცოტანი არიან და როგორც წესი, ლამაზ და მდიდარ გოგონებს არჩევენ კარგი ოჯახიდან. სწორედ ამიტომაა საჭირო იყოთ ობიექტური და არ გქონდეთ ზედმეტი მოლოდინი. ვიღაცას შეიძლება გაუმართლოს, მაგრამ მხოლოდ გამართლების იმედზე ყოფნა გულუბრყვილობაა.

უკვე აგიხსენით ნაცნობობოს საიტზე ექაუნთის მთავარი მიზანი. სწორედ ის აძლევს ტონს თქვენს ანკეტას და განსაზღვრავს მოქმედების ვექტორს. გარდა ამისა, საიტებზე არსებობს ყველასთვის საერთო – კარგი ტონის წესები (მათ შორის ზრდილობიანი და პატივისცემით ურთიერთობა) და ტაბუდადებული თემები, რომელთა განხილვაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, თუ გაცნობის საიტზე მართლა გსურთ წყვილის პოვნა. ცხოვრების პირობები და ფინანსური მდგომარეობა, ბავშვებთან და სამსახურთან დაკავშირებული პრობლემები, წუწუნი ყოფილ კავალერებზე და მოგონებები მათზე საიტზე არასდროს არ განიხილება, ანუ აკრძალულია ყველაფერი, რაც ნეგატივს იწვევს. ადამიანები არა სიბრალულის გამოსახატად სტუმრობენ საიტს, არამედ გასაცნობად და პოზიტიური ემოციების მისაღებად, თქვენი პრობლემები სხვებს არ აინტერესებთ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე.

 

690x460_0xd42ee42a_12310261781449669909

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია უსაფრთხოება. გაცნობის საიტები დიდ ყურადღებას უთმობენ მომხმარებელთა დაცვას, მაგრამ თუ აუდიტორია მილიონობით მომხმარებელს ითვლის, კლიენტის უსაფრთხოების დაცვა ბევრად უფრო რთულია. იმისთვის, რომ ინტერნეტის ნაცნობობამ მხოლოდ სასიამოვნო ემოციები მოგიტანოთ, თვითონაც უნდა გაითვალისწინოთ საიტის ხელმძღვანელთა ელემენტარული რეკომენდაციები, რომლებიც ბევრით არაფერით განსხვავდება რეალურ ცხოვრებაში არსებული წესებისგან.  ნუ იჩქარებთ დროზე ადრე გაავრცელოთ ზედმეტი ინფორმაცია საკუთარ თავზე – სახლის ან მობილურის ნომერი, საკუთარი შემოსავლები, ქონება და ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი, ნუ გადაურიცხავთ ფულს ცუდად ნაცნობ ადამიანებს, ყურადღებით აარჩიეთ პირველი შეხვედრის დრო და ადგილი.

შედეგების შესაჯამებლად გეტყვით, რომ არაა აუცილებელი გაცნობის ყველა საიტზე ერთდროულად დარეგისტრირდეთ. აირჩიეთ ერთი ან ორი თქვენთვის ყველაზე შესაფერისი სერვისი, იქ გაიმყარეთ პოზიციები და ვირტუალური საქმროების არმიას სრულფასოვნად წარმოუდგინეთ საკუთარი თავი, მოიქეცით ღირსეულად, იყავით კეთილგანწყობილი, მხოლოდ პოზიტივზე და სასიამოვნო ურთიერთობაზე ორიენტირებული, თუმცა, ნურც ადეკვატურობას დაკარგავთ,  ობიექტურად შეაფასეთ ყველა პოტენციალური საქმრო და მისი ქცევა. მთავარია, გჯეროდეთ, რომ ოცნების მამაკაცი ახლოსაა და ძალიან მალე გიპოვით. გისურვებთ წარმატებებს!

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები