LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადავარჩინოთ კაკო დევაძე!

27

გულშემატკივრებისთვის ძალიან მძიმედ გასაგები ამბავია – კაკო დევაძე უმძიმეს მდგომარეობაშია!

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს წლების განმავლობაში იცავდა. თავი იმითაც დაგვამახსოვრა, რომ ფეხბურთს ნაადრევად შეეშვა და 3-წლიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთს და ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა. ის ქართველ მეკარეთა შორის პირველი იყო, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად რომ (1995) დაასახელეს და ჩვენს სიყვარულსა და აღტაცებას იწვევდა.

მაგრამ დევაძე, რომელმაც სამჯერ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი, ახლა ისევ უმძიმეს მდგომარეობაშია: საქმე ისაა, რომ წლების წინ, ღვიძლის გამო, ჯანმრთელობა ძალიან შეერყა. იმკურნალა და ბოლო წლებში, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებსა და მეორე ლიგის “ვარკეთილის” მეკარეთა მწვრთნელად მუშაობდა.

სამწუხაროდ, 2015 წლის ოქტომბრიდან კაკოს მდგომარეობა ისევ გაუარესდა. თურქეთში, კლინიკაში სტუმრობის შემდეგ ექიმის დასკვნას გააცნეს, სადაც წერია, რომ გადასარჩენად სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის ოპერაცია და ადგილზე 3-თვიანი რეაბილიტაციის კურსის გავლა.

ოპერაცია 70 ათასი დოლარი ჯდება, რეაბილიტაცია და წინასაოპერაციო ყველა ანალიზი – 10 ათასი დოლარი, ამას ემატება დონორის თანხა.
ვფიქრობ, ეს ის საკითხია, სადაც ქართულ საფეხბურთო სამყაროს ერთიანობა მართებს. კაკო დევაძე უნდა გადავარჩინოთ, დახმარება კი თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, ზოგს ლარით, ზოგს კი – 100 ათასი დოლარით.

კაკო დევაძე ჩვენგან ასეთ თანადგომას იმსახურებს!

 

ტელეფონები:
5-93-956330
5-79-677447
5-55-445913

 

საქართველოს ბანკის კოდი BAGAGE 22
მიმღების ანგარიშის ნომერი GE2BG0000000692294500

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები