LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერთიანებულ საამიროებში Aston Martin-ის საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება

118
გაერთიანებულ საამიროებში Aston Martin-ის საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება

კომპანია Aston Martin არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის ინტერიერს შექმნის. მრავალსართულიანი The Astera, კურორტი Wynn Resort-ის სიახლოვეს განთავსდება და გააერთიანებს 260 რეზიდენციას. თითოეული აპარტამენტის ფართობი 65-დან 266 კვადრატულ მეტრამდე იქნება. ყველაზე ბიუჯეტური აქ ერთოთახიანი სახლები იქნება, ყველაზე ძვირადღირებული – დუპლექსები ზღვის ხედით. კომპლექსის მაცხოვრებლებს კერძო პლაჟს და ძალიან განვითარებულ ინფრასტრუქტურას ჰპირდებიან.

როგორც ჩანს, Aston Martin ინტერიერის დიზაინში საფუძვლიანად აპირებს მოსვლას. მის ახალ კომპლექსში აპარტამენტების ფასები 1,8 მილიონი დირჰამიდან დაიწყება და 8,4 მილიონამდე ეღირება. შედარებისთვის, დუბაიშივე მდებარე Mercedes-Benz-ის კოშკში ყველაზე იაფფასიანი აპარტამენტის ღირებულება 8,8 მილიონი დირჰამია, პენტჰაუზი კი 79 მილიონამდე ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები