LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაფანტული სკლეროზი

121
გაფანტული სკლეროზი

გაფანტული სკლეროზი არის ცენტრალური ნერვული სისტემის – თავისა და ზურგის ტვინის დაზიანებით მიმდინარე დაავადება.

პაციენტთა ნაწილს შეიძლება დაეკარგოს დამოუკიდებლად სიარულის უნარი ან საერთოდ გაუჭირდეს გადაადგილება, მაშინ როცა ზოგ პაციენტს შესაძლოა ხანგრძლივად ჰქონდეს სტაბილური მდგომარეობა ყოველგვარი გაუარესების გარეშე. გაფანტული სკლეროზი განუკურნებელი დაავადებაა. დამახასიათებელი ნიშნებიდან აღსანიშნავია: ერთი ან მეტი კიდურის დაბუჟება ან სისუსტე, მხედველობის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა, მხედველობის გაორმაგება, სხეულის გარკვეულ ნაწილში ჩხვლეტა ან ტკივილი, დენის გავლის შეგრძნება კისრის მოძრაობისას, კანკალი, კოორდინაციის დარღვევა, არამყარი სიარული, დაუნაწევრებელი მეტყველება, სისუსტე, თავბრუ. ამ სიმპტომების უმიზეზოდ აღმოცენებისას აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. სიმპტომთა გაუარესებას, როგორც წესი, თან ახლავს მოძრაობის პრობლემები და სიარულის მანერის შეცვლა.

დადგენილია, რომ გარკვეული ფაქტორები ზრდის გაფანტული სკლეროზის განვითარების რისკს. ეს ფაქტორებია: ასაკი – უხშირესად დაავადება 15-დან 60 წლამდე პირებთან გვხვდება; სქესი – ქალებს გაფანტული სკლეროზის აღმოცენების ორჯერ მეტი რისკი აქვთ, ოჯახური ისტორია – თუ ერთ-ერთი მშობელი ან და-ძმა დაავადებულია გაფანტული სკლეროზით, პაციენტს დაავადების მომატებული რისკი აქვს; გარკვეული ინფექცია – მათ შორის უნდა აღვნიშნოთ ინფექციური მონონუკლეოზის გამომწვევი ებშტეინ-ბარის ვირუსი. რასა – ჩრდილოეთ ევროპის მოსახლეობას გაფანტული სკლეროზის მომატებული რისკი აქვს. კლიმატი – გაფანტული სკლეროზი უფრო ხშირია ზომიერი კლიმატის ქვეყნებში. გარკვეული აუტოიმუნური დაავადება – გაფანტული სკლეროზის რისკი ოდნავ მაღალია, თუ პაციენტს აქვს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 ან ნაწლავთა ანთებითი დაავადებები – კრონის დაავადება ან არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი; მწეველობა – მწეველებს, რომელთაც გამოუვლინდებათ გაფანტული სკლეროზის პირველი სიმპტომები, დაავადების პროგრესირების მეტი რისკი აქვთ, ვიდრე არამწეველებს.

სამკურნალოდ ტარდება: სისხლის გარკვეული ანალიზები, თავ-ზურგტვინის სითხის კვლევა, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ელექტროფიზიოლოგიური კვლევა, ფიზიკური თერაპია – პაციენტს ასწავლიან სპეციალურ ვარჯიშებს, მკურნალობა კუნთების რელაქსანტებით – გამოიყენება სპეციალური მედიკამენტები; ინიშნება სხვა სიმპტომების (დეპრესია, ტკივილი, სექსუალური დისფუნქცია, შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის ფუნქციის მოშლა) სამკურნალო საშუალებები. დაავადებით გამოწვეული სტრესის დაძლევაში პაციენტს დავეხმარებით ნორმალური ოჯახური გარემოს შენარჩუნებით, ფუნქციის გამოძებნით, ყოველდღიური აქტივობის შენარჩუნებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები