LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაგარინის მოედანზე მოძრაობა შეზღუდულია

129

დღეს დილით, დაახლოებით 6:30 საათზე, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, ავარიულად დაზიანდა ჟვანიას (გაგარინის) მოედანზე გამავალი წყალსადენის 1000 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური მილდენი. რის გამოც მარშალ გელოვანის ქუჩიდან გაგარინამდე მისასვლელი მონაკვეთი დაკეტილია.

გარდა ამისა, გაგარინის მოედნიდნიდან მარშელ გელოვანისკენ მიმავალი გზის მონაკვეთზე ცალმრივი მოძრაობა დაწესდა.

“ამ დროისთვის მაგისტრალის აღსადგენად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ცალმხრივად შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაზიანების აღმოფხვრას უმოკლეს დროში უზრუნველყოფს,”- განაცხადეს კომპანიაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები