LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით Blu Balz: ერთ-ერთი საუკეთესო 1968 წლის Camaro, რაც კი აქამდე გვინახავს (ფოტო და ვიდეო)

23

იყო ავტომოყვარული და პატივს არ სცემდე კლასიკურ ავტომობილებს, დაუშვებელია. ისტორია, რომელსაც ასეთი ავტომობილები ინახავენ ძალიან საინტერესო და ვრცელია. სწორედ ამ ისტორიის სიყვარულმა გადააწყვეტინა კარლ დუნის განეახლებინა 1968 წელს გამოშვებული Chevrolet Camaro, ცნობილი როგორც Blu Balz.

ავტომობილის განსაახლებლად კარლი კალიფონრიის შტატში მდებარე ერთ-ერთ ტუნინგატელიეს ესტუმრა. თანამედროვე დეტალების, კლასიკურთან შეხამების შემდეგ, Camaro კიდევ უფრო უნიკალური და შთამბეჭდავი გახდა.

Blu Balz-ის კაპოტქვეშ მოთავსებულია LS7 ტიპის ძრავი, რომლის სიმძლავრეც 540 ცხენის ძალა გახლავთ, რომელიც TR6060 ექვსსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით იმართება. ძრავისა და გადაცემათა კოლოფის გარდა, ავტომობილი აღჭურვილია უახლესი სამუხრუჭე სისტემით, რომელიც Wilwood-ის ფირმის გახლავთ, რაც შეეხება სალონს, Sparco-ს სპორტული სავარძლები, სპორტული საჭე და კარბონის დეტალები, მართლაც რომ შთამბეჭდავს ხდის 1968 წელს გამოშვებულ Chevrolet Camaro-ს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები