LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით კაცი, რომელიც უკვე 24 წელია ძველ თვითმფრინავში ცხოვრობს

133
bruce

რეაქტიული თვითმფრინავების 73 წლის ფანატმა ძველი ლაინერი, Boeing 727 სახლად გადააკეთა და უკვე 24 წელია თვითმფრინავში ცხოვრობს.

ყოფილმა ინჟინერ-ელექტრიკოსმა ბრიუს კემპბელმა უჩვეულო სახლის მოწყობა 1999 წელს გადაწყვიტა. მან 100 ათასი დოლარი გადაიხადა, რათა ჩამოწერილი ხომალდი საბერძნეთიდან ორეგონის შტატში, თავისი სახლის სიახლოვეს გადაეტანა. ამ ბოინგს, მეპატრონის აზრით, ისტორიული ღირებულებაც აქვს, რამეთუ ადრე არისტოტელე ონასისს, ცნობილ ბიზნესმენსა და ჟაკლინ კენედის მეორე ქმარს ეკუთვნოდა. მთლიანობაში, მიწის შეძენასთან ერთად ახალი საცხოვრებელი მამაკაცს 220 ათასი დოლარი დაუჯდა.

კემპბელმა თვითმფრინავში შხაპი, სარეცხი მანქანა, მაცივარი და ნიჟარა დაამონტაჟა. უჩვეულო გარემოში ცხოვრება ამერიკელს თვეში 400 დოლარი უჯდება, რაც მიწის გადასახადს და ელექტროენერგიის ფულს მოიცავს.

ბრიუსი სახლს კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად აქირავებს ხოლმე, ხოლო ღამის გათევის მსურველებს ავიალაინერში სრულიად უფასოდ უშვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები