LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახშირებული ჯარიმები – პატრული გეგმას ასრულებს

150

თუ მძღოლი შეუძლოდ გახდა და ამის გამო მანქანა იქ გააჩერა, სადაც მანქანის გაჩერება, წესით, აკრძალულია, პატრული დარღვევის გამო დააჯარიმებს. თუკი გამოძახებულმა სასწრაფომ თქვენი შეუძლოდ ყოფნა დაადასტურა, პატრულისთვის საკმარისი საბუთი არ არის.

თუმცა, სატრანსპორტო პრობლემებზე მომუშავე ექსპერტების შეფასებით, ასეთ შემთხვევაში მძღოლს უფლება აქვს, მანქანა პირველივე შესაძლებელ ადგილზე გააჩეროს, სამედიცინო დახმარების მისაღებად.

საპატრულო პოლიცია გასული წლების განმავლობაში მაღალი საზოგადოებრივი ნდობით გამოირჩეოდა.სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრში თვლიან, რომ ბოლო დროინდელი ხისტი პოლიტიკა კი სწორედ სისტემის მთავარ მონაპოვარს აყენებს საფრთხის ქვეშ.

აი-პი-ემ-ის კვლევის შედეგად, თუკი 2008 წელს პატრულის საქმიანობას 100-იან შკალაზე ხალხი 30 ქულას უწერდა, წელს შეფასება 15 ქულამდე დაეცა. კვლევის თანახმად, რეიტინგის ასეთი ვარდნა არცერთ სხვა უწყებას არ განუცდია.

პატრულის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ მის ძველ კოლეგებს დღეს გეგმას სთხოვენ და ყველაზე მაღალი ჯარიმების გამოწერას აიძულებენ, რაც პატრულსაც აგრესიით განაწყობს და ძალით დაჯარიმებულ მძღოლსაც.

 

http://rustavi2.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები