LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალიანი: ბაკა შევჩენკოს მაგონებს

53

სერია ა-ს მეოთხე ტურში ”მილანმა” შინ ”პალერმოს” უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. ”როსონერის” ვიცეპრეიზდენტმა აღნიშნული შეხვედრის შემდეგ დუბლის ავტორი კარლოს ბაკა შეაქო.

გალიანი ბაკას, ”მილანის” უკრაინელ ლეგენდას ანდრეი შევჩენკოს ამსგავსებს.

“ზოგიერთ მომენტში, განსაკუთრებით მეორე გოლის ეპიზოდში, ბაკამ ანდრეი შევჩენკო გამახსენა. გავიხსენე, თუ როგორი გოლი გაუტანა “რომას” შევამ 2004 წლის მაისში სკუდეტოსთვის ბრძოლის გადამწყვეტ მატჩში. შევჩენკომ, ერთ-ერთმა ჩემმა საყვარელმა ფეხბურთელმა, მეორე დღეს დამირეკა. იგი მესაუბრა და გუნდი შეაქო”.-გალიანის სიტყვებს Football Espana ციტირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები