ვაშინგტონში გამართულ საავტომობილო გამოფენაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, ამერიკულმა ჟურნალმა ”Green Car Journal” გამოავლინა თავისი პრემიის ”Green Car of the Year 2017”-ის გამარჯვებულები ნომინაციებში: Connected, Luxury და SUV.
”წლის მწვანე ავტომობილების” კონკურსის ფინალისტები ჯერ კიდევ გასულ წელს, ლოს ანჯელესის ავტოსალონზე დასახელდნენ და ჟურნალის წარმომადგენლებმა დააანონსეს, რომ გამარჯვებულებს Washington Auto Show-ზე, 2017 წლის იანვრის ბოლოს გამოავლენდნენ.
”Connected Green Car of the Year 2017”-ის ნომინაციის ფინალისტები იყვნენ: Audi A3 e-tron, Honda Civic, Mercedes-Benz C350e, Tesla Model X და Toyota Prius Prime. გამარჯვება კი მოიპოვა მოდელმა Mercedes-Benz C350e.
ნომინაციაში ”Luxury” ”Green Car of the Year 2017”-ის ფინალისტები იყვნენ: Acura NSX, BMW 740e xDrive iPerformance, Jaguar XE 20d, Mercedes-Benz S550e და Range Rover Td6. საუკეთესოს წოდება კუპე Acura NSX-ს ერგო.
”Green SUV of the Year 2017”-ის ნომნაციაში გამარჯვებისთვის BMW X5 xDrive40e iPerformance, Honda CR-V, Mazda CX-9, Mercedes-Benz GLE550e და Nissan Rogue Hybrid იბრძოდნენ, გამარჯვება კი BMW X5 xDrive40e iPerformance-მა მოიპოვა.
შეგახსენებთ, 2016 წელს ”Green Car of the Year”-ის გამარჯვებულები Chevy Malibu Hybrid (Connected), Volvo XC90 T8 (Luxury) და Honda HR-V (SUV) გახდნენ.