LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებულ Land Cruiser 70-ს ახალი მოდელზე სამჯერ ძვირად ყიდიან

127
1428x1428

ავსტრალიურმა ტიუნინგ ატელიემ PVS Automotive აქსესუარების მწარმოებელ Urnieta-სთან ერთად შექმნილი Toyota Land Cruiser 70 გასაყიდად გამოიტანა. ავტომობილი პრაქტიკულად ახალია – მისი გარბენი მხოლოდ 128 კილომეტრია და შენარჩუნებული აქვს ქარხნული საკიდარი და ძრავი. სამოგზაუროდ მომზადებული მანქანა შეფასებულია 220 ათას ავსტრალიურ დოლარად, მაშინ როდესაც იგივე ძრავით ახალი ეგზემპლარი ავსტრალიაში 85 ათას დოლარად არის ხელმისაწვდომი.

Land Cruiser 70-ის უგზოობის შესაძლებლობები გაუმჯობესებულია ძალოვანი ბამპერებისა და საფეხურების დამსახურებით. ავტომობილზე დამონტაჟებულია ექსპედიციური საბარგული და დაკიდებული პანელები აღჭურვილობის დასამაგრებლად, უკანა ნაწილს კი დაემატა კიბე. სავალი ნაწილის ერთადერთი ცვლილებაა ახალი დისკები BFGoodrich-ის საბურავებით.

ამასთან, სალონი ფაქტობრივად თავიდან არის გადაკეთებული და აღჭურვილია იმ ოფციებით, რომლებიც ქარხნულად ამ მოდელისთვის არ არის ხელმისაწვდომი. ყველგანმავლის ინტერიერი მთლიანად შესრულებულია ლურჯი ალკანტარით, რომელსაც ავსებს ნარინჯისფერი ჩანართები და კარბონის დეკორატიული ელემენტები. უჩვეულო ფერების შერჩევა, ტიუნერების თქმით, იმისთვის გადაწყდა, რომ სერიული მანქანა ნაწილობრივ კონცეპტს დამსგავსებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები