LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული Tesla Model 3

107
tesla model 3

ნახევარ ათწლეულზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც ავტოსამყაროს ელექტრო მოვლენა შეუერთდა. ელექტრო მანქანების ნამდვილი ფრონტმენი და მოდი ასე ვთქვათ „ბლოკბასტერი“ არის ცალსახად Tesla. ამ შემთხვევაში კი მოდელი 3.

წარმოიდგინეთ, ამ პერიოდში ავტომობილის ორ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და რა გასაკვირია, რომ ახლა კომპანია განახლებულ ვერსიას წარადგენს. ახალი დიზაინით, გაზრდილი დიაპაზონითა და ახალი ფუნქციებით.

მანქანამ მიიღო განახლებული წინა და უკანა ნაწილები, განათება, სხვადასხვა დისკები, ასევე ახალი ინტერიერი. 

კომპანიის განცხადებით, გააუმჯობესა აეროდინამიკა, რათა გაზარდოს დიაპაზონი, შეამციროს წევა და შეამციროს ხმაური. ჯერჯერობით, განახლებები შეეხო მხოლოდ ევროპულ უკანა ამძრავიან და შორ მანძილიან ვერსიებს. Tesla ამატებს ორ ახალ ფერს: Ultra Red და Stealth Grey. 

19 დიუმიანი ბორბლებით, უკანა ამძრავიანი Model 3 შეძლებს 513 კმ-ის გავლას ერთი დამუხტვით, ხოლო შორ მანძილიანი ვერსია 629 კმ-ს. 100 კმ/სთ-მდე აჩქარება არის 6.1 წამი უკანა ამძრავიანი მოდელისთვის და 4.4 წამი შორმანძილიანის სრულამძრავიანი ვერსიისთვის. 

შიგნით, ჩვენ ვხედავთ ახალი დიზაინს: პანელები ალუმინის და ქსოვილის მასალებით, ასევე გვაქვს ახალი განათება. სალონი უფრო მშვიდია აკუსტიკური მინის და გაუმჯობესებული ხმის საიზოლაციო მასალების წყალობით. 

15.4 დიუმიანი ცენტრალური ეკრანი იგივე ზომისაა, მაგრამ აქვს ვიწრო ჩარჩო. ასევე არის ახალი 8 დიუმიანი უკანა დისპლეი ინტეგრირებული კლიმატის, ვენტილაციისა და საინფორმაციო გასართობი კონტროლით. 

ხმის სისტემაში შედის 17 დინამიკი, ორი საბვუფერი და ორი გამაძლიერებელი. Tesla ასევე საუბრობს უფრო მძლავრ მიკროფონზე ზარის ხარისხის გასაუმჯობესებლად. 

განახლებული Model 3-ის მიწოდება ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ოქტომბრის ბოლოს დაიწყება. ჩინეთში წინასწარი შეკვეთები უკვე მიიღება 35,800 დოლარის საწყისი ფასით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები