LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განას მთავრობამ 200-ზე მეტი ავტომობილი ”დაკარგა”

26

განას რესპუბლიკის მთავრობამ პრეზიდენტის რეზიდენციაში ორასზე მეტი ავტომობილი ”ვერ დაითვალა”. როგორც პორტალი Citifmonline იუწყება, რესპუბლიკის ახალ ხელმძღვანელს, ნან აკუფო-ადოს ოფიციალურ ავტომობილად ათი წლის BMW-ს გამოყენება მოუხდა.

ახალი პრეზიდენტის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ 2017 წლის დასაწყისში ინპექციამ აჩვენა, რომ რეზიდენციის ავტოპარკიდან 218 ავტომობილი დაიკარგა. აკუფო ადოს პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ავტოფარეხში იპოვეს: Toyota Land Cruiser-ის მხოლოდ 74 ეკზემპლარი ნაცვლად 196-ისა, 20 ერთეული Toyota Land Cruiser ნაცვლად 73-ისა, 11 ერთეული ”მერსედესი” 24-ის ნაცვლად, მხოლოდ 2 ავტომობილი Toyota Avalon ნაცვლად 28-სა და 2 BMW ნაცვლად ექვსისა.

ახალი მთავრობა ფიქრობს, რომ დაკარგული ავტომობილები წინა მთავრობის ჩინოსნებმა დაიტოვეს. წინა მთავრობიდან მინისტრი კი ამბობს, რომ ახალი ხელისუფლება ასე ახალი ავტომობილების შეძენი აუცილებლობას ”ამართლებს”. აკუფო-ადოს პრეს მდივანი ამბობს, რომ პრეზიდენტის ავტოფარეხში 300-ზე მეტი ავტომობილი უნდა იყოს, თუმცა კონკრეტულად რა მიზნისთვის, უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები