LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსაკუთრებული შარმი: ულმაზესი ფრანგი ქალბატონები

241

დახვეწილი, ელეგანტური, სექსუალური და საბედისწერო ფრანგი ქალები, რომლებმაც საკუთარი სტილი და მთელი ეპოქა შექმნეს ფრანგულ კინოში.

ოდრი ტოტუ

 

ჰოლივუდში მას ხუმრობით “კრუასანის შემდეგ ფრანგების ყველაზე დიდ მონაპოვარს” ეძახიან. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს “ამელის” სცენარი სწორედ ამ მინიატურული და ფანტაზიორი გოგონასთვის დაიწერა.როგორც აღმოჩნდა, მსახიობის სილამაზის და მარადიული ახალგაზრდობის რეცეპტი – ჯანსაღ ძილშია. ტატუს განცხადებით, მას სულ ცოტა 10 საათი მაინც ძინავს დღე-ღამეში.

 

იზაბელ აჯანი

 

ცნობილი თეატრის “კომედი ფრანსეზის” ხელმძღვანელისთვის ერთი შეხედვაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ 19 წლის ახალგაზრდასთან 20-წლიანი კონტრაქტი გაეფორმებინა მინაწერით:”მას შეუძლია გააგიჟოს ფრანგი მაყურებელი”. კინოში აჯანი პირველად 14 წლის ასაკში გამოჩნდა, თუმცა მსოფლიო მხოლოდ 39 წლისამ დაიპყრო, როცა ეკრანზე მისი”დედოფალი მარგო” გამოვიდა. მეტყველი ცისფერი თვალები აჯანიმ ბავარიელი დედისგან მიიღო “საჩუქრად”, ხშირი შავი თმა კი – ალჟირელი მამისგან.

 

სოფი მარსო

 

ტრეილერის მძღოლისა და მაღაზიის გამყიდველის ქალიშვილი – პატარა და ნაზი სოფი მაყურებელმა 13 წლის ასაკში გაიცნო, როცა ფილმში “ბუმი” და “ბუმი 2” შეასრულა მთავარი როლი და მოზარდების კერპად იქცა. თანატოლების სიყვარულთან ერთად მარსომ კრიტიკოსების პატივისცემაც დაიმსახურა და “სეზარის” პრემიის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახდა. სენტიმენტალური და დახვეწილი ქალის ამპლუამ მარსოს პრინცესას როლი მოუტანა ფილმში “მამაცი გული”, მოგვიანებით კი, ულემაზესი ევროპელი მსახიობი ქალების თითქმის ყველა რეიტინგში დაიმკვიდრა ადგილი.

 

ბრიჯიტ ბარდო

 

მსოფლიო კინოს ყველაზე სექსუალური ქერათმიანი ქალბატონის ტიტიულის მოპოვებაში ბარდო დიდხანს უწევდა კონკურენციას თავად მერლინ მონროს. მნიშვნელოვანი როლი მის კარიერასა და პირად ცხოვრებაში ჟურნალმა ELLE-მა შეასრულა, როცა 1950 წელს 16 წლის ბარდოს ფოტო ჯურნალის გარეკანზე დაიბეჭდა და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა რეჟისორზე – როჟე ვადიმზე, რომ მან დამწყები მსახიობი სინჯებზე მიიწვია. სწორედ ბარდოს ეფექტური ფიგურის წყალობით შემოვიდა მოდაში საცურაო კოსტიუმი – ბიკინი, ჯონ ლენონი კი, მსახიობს სილამაზის ეტალონად თვლიდა.

 

კატრინ დენევი

 

 

საფრანგეთის ეროვნული სიმბოლოს ტიტულისთვის ბრძოლაში ბრწყინვალე მსახიობს თავისუფლად შეუძლია გაეჯიბროს თვით ეიფელის კოშკსაც. დენევის “სასიყვარულო გამარჯვებების” ნუსხაში (რომლის კომენტირებაზეც ის უარს ამბობს) მარჩელო მასტროიანი, რომან პოლანსკი, ალენ დელონი და “საფრანგეთის ერთი პრეზიდენტი” მოხვდნენ.

 

ლეტიცია კასტა

 

მოდის ინდუსტრიაში დამკვიდრებული სტანდარტების მიუხედავად, კასტა არასდროს აღიარებდა დიეტას. საკუთარ სილამაზეს კი, მოდელი და მსახიობი, არა პლასტიკურ ქირურგებს, არამედ ნამდვილ ნორმანდიულ ნაღებს, ხაჭოსა და კარაქს უნდა უმადლოდეს.

 

ევა გრინი

 

ყველაზე ცნობილი “საბედისწერო ქალი”, “ბონდის გოგონა” და “შავი ორქიდეა” ევა გრინი, ჰარმონიულად უთავსებს ერთმანეთს თავზეხელაღებული ქალის და გოთიკური პრინცესას ორ განსხვავებულ ამპლუას.

 

მარიონ კოტიარი

 

ნუშის ფორმის თვალებით, აპრეხილი ცხვირით და პატარა ფოსოთი ნიკაპზე მარიონ კოტიარი კლასიკური ფრანგული სილამაზის აბსოლუტური ეტალონია. ედიტ პიაფის როლისთვის მსახიობს თმის შეჭრა და წარბების სრულად მოცილება დასჭირდა, თუმცა ოდნავადაც არ დაუკარგავს ბუნებრივი სილამაზე.

 

ელისონ ლე ბორჟე

 

Intimissimi-ის სახე ელისონ ლე ბორჟე, არა მარტო თავისი უნაკლო ფიგურით აჯადოვებს მამაკაცებს, არამედ მაგიური ნაცრისფერი თვალებით, რომელსაც მსახიობი როგორც ჩანს საკუთარ ბაბუას – ალენ დელონს დაესესხა.

 

ემანუელ ბეარი

 

ემანუელ ბეარი ლამაზმანების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც ასაკმა ვერაფერი დააკლო. საკმარისი იყო 40 წლის მსახიობი შიშველი გამოჩენილიყო ჟურნალ ELLE-ის გარეკანზე, მთელი ტირაჟი რეკორდულად სწრაფად – სამ დღეში გაიყიდა.

 

ჟულიეტ ბინოში

 

შესაძლოა, დემი მურმა დღემდე ვერ აპატია დახვეწილ და თამამ ბინოშს, მედდა ჰანას როლის დაკარგვა ფილმში “ინგლისელი პაციენტი”, რომლისთვისაც ბინოშმა “ოსკარი” მოიპოვა. მსახიობის განცხადებით: “ძალიან უცნაურად გრძნობს თავს, რადგან ფრანგებისთვის ის უცხოელია, უცხოელებისთვის კი ფრანგი”. თუმცა ყველა თანხმდება, რომ წარმომავლობის მიუხედავად ბინოში იდეალური ქალი და ბრწყინვალე მსახიობია.

 

კარლა ბრუნი

 

მომღერალი და ფოტომოდელი კარლა ბრუნი ტურინში, შეძლებულ იტალიურ ოჯახში დაიბადა. თუმცა, წარმატება სწორედ საფრანგეთში მოიპოვა საკუთარი სილამაზის წყალობით – მოხვდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების რეიტინგში, გამოუშვა მუსიკალური ალბომი და გახდა ქვეყნის პირველი ლედი.

 

ბერენის მარლო

 

კიდევ ერთი ეკზოტიკური პარიზელი ქალბატონი და ყველაზე ცნობილი აგენტის მეგობარი ქალი. “ბონდიანას” ერთ-ერთ ნოველაში “კოორდინატები: სკაიფოლი” მაყურებელი არა ჯეიმს ბონდმა, არამედ სწორედ მგზნებარე ფრანგმა ქალბატონმა მოაჯადოვა, რომელის ძარღვებშიც კამბოჯიური სისხლიც ჩქეფს.

 

ვანესა პარადი

 

690x442_0xd42ee42a_9379214421434426082

 

ცნობილი მსახიობისა და მომღერლის ვანესა პარადის არასტანდარტული სილამაზე ხშირად ხდება ცხარე კამათის მიზეზი. თუმცა, ჯონი დეპის ყოფილი მეუღლე, რომელსაც ხშირად “პატარა ანგელოსსაც” ეძახიან, ნებისმიერს აღაფრთოვანებს, ვინც კი, ერთხელ მაინც შეხვედრია მას.

 

ანა მუგლალისი

 

ანა მუგლალისი კარლ ლაგერფელდმა აღმოაჩინა და თავის პერსონალურ მუზად აქცია. ახალგაზრდა ფრანგი ქალბატონი ჯერ ახალი არომატის Allure от Chanel სახე გახდა, მოგვიანებით კი, მთავარი როლი შეასრულა დიზაინერის ფილმში “კოკო შანელი და იგორ სტარვინსკი”. ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, პოლიგლოტი თეატრის მსახიობი, რომელიც თავისუფლად საუბრობს ხუთ ენაზე, ფრანგებისთვის სილამაზის ეტალონად იქცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები